კიევში უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) პოლკოვნიკი ივან ვორონიჩი მოკლეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ კაცი ბინიდან გამოდიოდა, რა დროსაც მას პიროვნება მიუახლოვდა და რამდენჯერმე ესროლა.
ის მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა.