ბაღდათში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მიწა ჩამოიშალა, – ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს, რომ ოჯახების ქირით გაყვანის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რკინა-ბეტონის საყრდენი კედლებისა და სანიაღვრეების მოწყობის პროცესში, კორპუსის ეზოში მიწა ჩამოიშალა.
19 ოჯახი ტერიტორიიდან ევაკუირებულია.