აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში აფრიკის ქვეყნების ლიდერებს შეხვდა.
ტრამპი აღფრთოვანდა ლიბერიის პრეზიდენტის, ჯოზეფ ბოაკაის ინგლისურად საუბრით.
„ასეთი კარგი ინგლისური, ასეთი ლამაზი. სად ისწავლე ასე ლამაზად საუბარი? სად მიიღე განათლება?“, – ჰკითხა მან ლიბერიის პრეზიდენტს.
ბოაკაიმ უპასუხა, რომ განათლება ლიბერიაში მიიღო.
„ძალიან საინტერესოა. ამ მაგიდასთან სხედან ადამიანები, რომლებსაც ასე კარგად საუბარი თითქმის არ შეუძლიათ“, – მიუგო ტრამპმა.