ჟურნალისტი, “ფორმულას” ტელეწამყვანი ვახო სანაია “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
“ერთი რამ სრულიად ცხადია: საზოგადოების ვერც ერთი ნაწილი ვერ დააჩმორებს მეორე ნაწილს. სანამ ამის მცდელობა იქნება, ქვეყანა ვერ დამშვიდდება. ამიტომ მთელი ეს ბოდვითი სურვილი, რომ ნაცებს დაასრულებს ივანიშვილი, უბრალოდ მკვდრადშობილია.
ივანიშვილის აზრით, ეს რეპრესიებითაა შესაძლებელი, მაგრამ ამის რესურსი უკვე არა აქვს. არსებულზე კიდევ უფრო გაძლიერებული მცდელობა და მარწუხების მოჭერა მძიმე შედეგებს მოიტანს. მისი რესურსი ამ ეტაპზე მხოლოდ მტრული და სიძულვილით სავსე პოლარიზაციის უზრუნველყოფას ჰყოფნის. ეს კი ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის.
აქედან გამომდინარე, საჭიროა ყველასთვის მისაღები გარემოს არსებობა. სხვა გზა არაა.
შესაბამისად, მოდი დავსვამ შეკითხვას:
ქოცი
ნაცი
ვინც არც ქოცია და არც ნაცი – რა ძირითად საკითხზე შეიძლება, შეთანხმდნენ? ძალიან მიმძიმს ამ შეკითხვის დასმა, რადგან თავისთავად ტრაგედიაა, ამაზე მსჯელობა რომ გვიწევს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქეებს”, – წერს სანაია სოციალურ ქსელში.
