ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე რეპორტიორებთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სხვადასხვა თემასთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომის საკითხის შესახებაც გააკეთა კომენტარი.
„პუტინი ბევრ ბოდვას გვაყრის, სიმართლე თუ გაინტერესებთ, ყოველთვის ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე“, – აღნიშნა მან.