ისევ მიშამ გააშიშვლა ბოლომდე ესენი. რასთან გვაქვს საქმე, დაგვანახა რა შეუძლიათ. სადამდე წავლენ კიდევ, – ასე ეხმაურება “ფეისბუქის” პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე პენიტენციური სამსახურის მიერ, ექს-პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის საავადმყოფოში შესახლების კადრებს.
“ეს თან დამონტაჟებულია… ხმა არ გვესმის და ესეც რა დამამცირებელი იქნებოდა… დამცირება, შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა … რა შეიცვალა, სად შეიცვალა… შურისძიება და ანგარიშსწორება… ვინც წინააღმდეგია თქვენი ჩვეულებრივ წითელ ნაჭერს უფრიალებთ და იწვევთ. ვინც არა ჩვეულებრივი მანიაკის სახით მიჩვენებით რომ ამით ბედნიერია… რას გვიშვებით.
აი, ზუსტად ამ კადრების გამო არ წავალ არსად, არც ჩემს შვილს ვეტყვი სადმე წავიდეს. აი, ეს გადამაწყვეტინეთ ერთი კაცის – ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დამცირების, თრევის, შეურაცხყოფის. მცდელობით, მერე ჩვენებით. ყველა ლეგიტიმური ბრალი და პრეტენზია გაანულეთ, ხმის ამოღების უფლებაც არ გაქვთ იძახოთ წინა ხელისუფლების რეჟიმი, ის 9 წელი. გადააბიჯეთ ზღვარს. აი, ეს მიიღეთ თქვენ”, – წერს მანჯგალაძე სოციალურ ქსელში.
https://mix.metronome.ge/23452-2/
