აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე რეანიმაციაში კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკა დადებითია.
შეგახსენებთ, რომ რიჟვაძე გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით კლინიკაში მოათავსეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შემთხვევა საგარეჯოში, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში მოხდა.