შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა გამოაქვეყნა.
მონაცემების თანახმად, წელს, პირველ კვარტალში, ავტოსაგზაო შემთხვევებს ემსხვერპლა 112 კაცი, დაზიანდა 1 760, ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი 1 360-ია.
პირველი კვარტალის მონაცემებით, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით გაზრდილია დაღუპულთა და ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 18%-ით გაიზარდა.