ექიმის დავით გაგნიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე საზოგადოებას მიმართავს, რომ გამოვიდნენ საკუთარი თავის ინტერესებიდან და აიცრან, რათა დაცული იყოს თითოეული ადამიანის სიცოცხლე.
“პაციენტი, განსაკუთრებით სენსიტიური (ორსული), რომელიც ებრძვის კოვიდს და არის უმძიმესი – ჩანაწერს უყურებ და არავაქცინირებულია – მითხარით რა უნდა გავაკეთოთ ექიმებმა …მითხარით რა??? რა შეგვიძლია ბევრი?…
გთხოვთ უკვე ზედმეტია, უბრალოდ აიცერით!!!
რით ვერ დაგროვდა საკმაო ინფორმაცია, რომ გავიგოთ -ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაშია…
ნუ იქნები ეგოისტი, აიცერი და შენი გარდაცვალებით ათასობით ადამიანს სიცოცხლეს ნუ გაუმწარებ!!!
პ.ს. მაპატიეთ ძალიან სენსიტიური ვარ დღეს”, – წერს დავით გაგნიძე სოციალურ ქსელში.
