აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, ის გეგმავს, რომ UFC-ის ბრძოლას თეთრი სახლის ტერიტორიაზე უმასპინძლოს.
„ჩვენ გვექნება UFC-ის ბრძოლა თეთრი სახლის ტერიტორიაზე“, – თქვა ტრამპმა.
აღნიშნული ინფორმაცია თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმაც დაადასტურა.
არსებული ცნობებით, UFC-ის ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ UFC-ის ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით თეთრ სახლთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.