“ბიძინამ მოსადი განარისხა” – წერს “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში რითიც ეხმაურება ირანის საელჩოს განცხადებას, სადაც საელჩო წერდა, რომ “ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნის” ღონისძიებაზე მივიდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
აღნიშნულის შემდეგ განცხადება გააკეთა ისრაელის საელჩომ საქართველოში, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელი შეშფოთებულია ამ შემთხვევით.