“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“საქართველოში დაიწყო კოვიდის მე-5 ტალღა!
დღეს საქართველო დაკარგა 78 მოქალაქე! ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სასაწყისი!
დაკემბრის თვე საქართველოში იქნება უმძიმესი!
გამოფხიზლდით, გონს მოეგეთ… საკუთარ თავს უწყობთ გენოციდს! ყველა ვართ დამნაშავე, დიახ, ყველა!
გამოსავალი არის მხოლოდ ერთობაში
საქართველოს ჰყავს ორი მტერი: კოვიდი და რუსეთი!
78 ადამიანი…
მაინდამაინც 100 ადამიანის სიკვდილის შემდეგ დავიწყებთ შეწუხებული სახეებით სიარულს! რა გვჭირს?
ყველა ვინც არ იყენებს სამედიცინო პირბადეს არის მკვლელი!
ყველა ვინც არ იცრება არის მკვლელი!
ყველა არაპროფესიონალი ვინც იღებს უაზრო გადაწყვეტილებებს (ჩამონათვალი დიდია) არის მკვლელი!
ყველა ეგრეთ წოდებული “ანტივაქსერი”, “ბლოგერი” თუ ჯანდაბა ყველანი არიან მკვლელები!
კვდება არა აცრილი ადამიანები!
ვირუსს ავრცელებენ აუცრელი ადამიანები!
გამოსავალი დღეს არის მხოლოდ:
ქვეყანა უნდა გადავიდეს დღესვე ერთ ვაქცინაზე (ფაიზერზე)!
ვაქცინა უნდა იყოს სავალდებული 100% დაფარვით კონკრეტული ჯგუფებისთვის:
სამედიცინო სფერო, საგანმანათლებლო სფერო, სერვისი სფერო, ძალოვანი სტრუქტურებე, და მედია სფერო!
კივიდ ელექტრონული სტატუსი უნდა იყოს დანერგილი ქვეყანაში რაც შეიძლება მალე, მაქსიმუმ 1 კვირაში! წარდგენილი “მწვანე” კრიტერიუნრბი არის გადასახედი და მხოლოდ 2 კრიტერიუმი უნდა იყოს – აცრილი ფაიზერით 6 თვე ან პსრ ტესტი 72 საათი!
თავს ნუ ვიტყუებთ! მწვანე საშვი არ უნდა გჭირდებოდეს: აფთიაქი, საავადმყოფო, სასურსათო მაღაზია და შიდა საქალაქო ტრანსპორტი. ყველა დანარჩენ შემთხვევაში უნდა იქნას ამოქმედებული, თითოეულ არა მწვანე საშვიანზე თავისი ჯარიმით – 500 ლარი იმ დაწესებულებას!
სამედიცინო პირბადე უნდა იყოს სავალდებული ყველგან გარე და შიდა სივრცეებში (განსაკუთრებით სასწავლო დაწესებულებებში) და ჯარიმა უნდა იყოს მყისიერი, 50 ლარი!
მინიმუმ 1 მეტრი დისტანცია უნდა იქნას დაცული საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა დახურულ სივრცეში 1.5 მეტრი, სასურვრლია 2 მეტრიანი დისტანცია.
ყველა დაწესებულებამ განიხილოს მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. დიახ, ყველა კერძო და საჯარო სამსახურები უნდა გადავიდნენ დისტანციურზე.
გეკითხებით ბუღალტერს, ანალიტიკოსსა და იურისტს რა უნდა ოფისში ?! გამოვიყენოთ საღი აზრი და გადავარჩინოთ სიცოცხლე! ხვა ალტერნატივა არ არის! – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 751 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 78 ადამიანი.
ინფექციისგან განიკურნა 3 647 პაციენტი.
დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობა – 57 046.
გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 976 ადამიანი აიცრა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,08%, ბოლო 14 დღის – 9,95%, ბოლო 7 დღის – 10,41%