51 მომხრე, 50 წინააღმდეგი – აშშ-ს სენატმა დონალდ ტრამპის საგადასახადო კანონპროექტი დაამტკიცა.
აღნიშნულ პროექტს 50 მომხრე და 50 მოწინააღმდეგე ჰყავდა, რის გამოც, გადამწყვეტი ხმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მისცა კანონპროექტის მიღების სასარგებლოდ.
რესპუბლიკელი სენატორების ნაწილი კანონპროექტს სახელმწიფო ვალის ზრდის გამო აკრიტიკებდა, ზოგი კი სოციალური პროგრამებისთვის დაფინანსების ნაკლებად შემცირებას ითხოვდა. კ
კანონპროექტიდან შეტანილი შესწორებების შედეგად, მათ შორის, ქარისა და მზის ენერგიის პროექტებზე აქციზი ამოიღეს და კანონპროექტით სოფლების საავადმყოფოებისთვის გათვალისწინებული დაფინანსება 25 მილიარდი დოლარიდან 50 მილიარდ დოლარამდე გაზარდეს.
ახალი კანონპროექტი 2017 წლის ტრამპის საგადასახადო შემცირებებს აფართოებს და შეიარაღებული ძალებისთვისა და საიმიგრაციო კონტროლისთვის დაფინანსებას ზრდის.