მიმდინარე წლის მაისში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, ბელა მეი კალი დააკავეს.
მას ბარგში დიდი რაოდენობის – 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ და 2 კილოგრამი – „ჰაშიში“ აღმოუჩინეს.
19 წლის ბრალდებულმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე სიტყვით გამოსვლისას, თავისი საქმის აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა.
კალის თქმით, მას საქართველოში ნარკოტიკების შემოტანა წამებით აიძულეს, ხოლო „სასტიკმა ტაილანდელმა ხელი დაუწვა.“
„მე არ მინდოდა ამის გაკეთება – წამების ქვეშ მაიძულებდნენ ამის გაკეთებას. უბრალოდ მოგზაურობა მინდოდა, მოსიყვარულე ადამიანი ვარ, უნივერსიტეტში ვსწავლობ.
უბრალოდ მოგზაურობა მინდოდა, მაგრამ რაღაც ცუდი მოხდა. ნარკოტიკებს არ ვიღებ, როგორც ჩემი სისხლის ანალიზებიდან ხედავთ, სუფთა ვარ. ყოველთვის მინდოდა ჩემ ოჯახს ჩემით ეამაყა,“ – განაცხადა ბელა კალიმ.
პროცესზე ასევე ისაუბრა მისმა ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამ.
„მისი ემოციური მდგომარეობა სრულად ადასტურებს, რომ ის იძულებული იყო, მინდა ვთხოვო, სასამართლოს აჩვენოს თავისი ხელი, რომელზეც დამწვრობა ჩანს. ეს ნაწიბური მანამ გაჩნდა, სანამ ის ბარგით „შეიარაღდებოდა“, რომელსაც არც კი შეხებია…
ტაილანდიდან შარჯაში, შარჯადან ტაილანდში – ეს ბარგი სხვა პირს გადაჰქონდა. მას მხოლოდ პასპორტი მისცეს და უთხრეს, რომ იქით წასულიყო. მან ამის შესახებ პასპორტის კონტროლზე განაცხადა, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს. წარმოდგენაც არ აქვს, გეოგრაფიულად სად მდებარეობს – ეგონა, რომ თბილისი ქვეყანა იყო.
მას ფოტოსურათი მისცეს და უთხრეს, რომ შეენახა და მოგვიანებით გარკვეული ადამიანები ნახავდნენ მას. ეს შეხვედრა არ შედგა, რადგან გოგონა დაკავებული იყო.
არასდროს მიუღია ნარკოტიკები და საქართველოში ჩასვლისას პოლიციის მიერ ჩატარებულმა ტესტებმა დაადასტურა, რომ ის სიმართლეს ამბობდა“, – თქვა ადვოკატმა… კითხვა განაგრძეთ ბმულზე