“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“ამერიკამ დაიწყო ბავშვების აცრა, ჩვენ პენსიონრები ვერ ავცერით. არ დაიწყოთ ახლა, “ბავშვებს თავი დაანებეთ” – ტექსტები! პირდაპირ დაგბლოკავთ, ამოვიდა ყელში ამდენი გაუნათლებლობა და სიბნელე, მართლა სიბნელე და ნუ ამახსნევინებთ, რა არის სიბნელე და ვინ არის “ჟელატინი”!
ამ ქვეყანას არაფერი ეშველება!
დეკემბერი ზუსტად ისეთი მოდის, როგორც ვთქვი… მართლა დამღლელია… მერე იტყვიან, ფხაკაძე წინასწარმეტყველიაო… არადა იმისთვის ვამბობ, რომ ეს კატასტროფა არ მოხდეს და თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ მაინც, მაგრამ ვინ გისმენს?! ყველა გისმენს და არავინ არ შეისმენს! ყველა გიჯერებს და არავინ იჯერებს! ყველა უარყოფს და მერე ცოტა ხანში ყველა, დიახ, ყველა იმეორებს ჩემს სიტყვებს, თან ისე, რომ მძიმის დამატებაც ავიწყდებათ!
როდემდე უნდა იყოს ეს სიტუაცია?!… ალბათ, სულ, სანამ ეს დაპირისპირება არ დამთავრდება… და როდის დამთავრდება ?! მე არ ვიცი და თქვენ იცით?! ამასობაში დღეს 74 ქართველი დავკარგეთ …” – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
ბოლოს 24 საათის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 021 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 75 ადამიანი.
ინფექციისგან განიკურნა 3 792 პაციენტი.
დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობა – 52 033.
კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე 53 536-ია.
გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5 254 ადამიანი აიცრა.