საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ფაქტს, დეკანოზი ილია ჭიღლაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგნაირად ეხმაურება:
“ქრისტეს ევქარისტიულ სისხლსა და ხორცს ნაზიარები ადამიანი ორიოდ საათში მოტყუებით გაიყვანეს ციხიდან, სცემეს, აგინეს და მოზეიმე კრიმინალთა გარემოცვაში დაამწყვდიეს, საქართველოს ჯურღმულიდან ამომყვანი და მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად მქცეველი, მიხეილ სააკაშვილი. ვისაც ეს არ გადარდებთ, ვისაც ეს გიხარიათ, მიეწიეთ 90-იანებს და ჩაიხვრჩეთ იმ კრიმინალში, უშუქობაში, უგაზობაში, უწყლობაში და უბედურებაში, გულისამრევებო, თქვენ, ყველანი კრიმანალების მხარეს ირჩევთ!” – წერს ჭიღლაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ცენტრში გუშინ გადაიყვანეს.
