აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი სიკვდილს გადაარჩინა.
„ისრაელს ან აშშ-ის სამხედრო ძალებს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერია, მისი სიცოცხლის დასრულების უფლება არ მივეცი. მე ის საშინელი და სამარცხვინო სიკვდილისგან გადავარჩინე“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.~
ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაძლო მოხსნაზე მუშაობდა, თუმცა აიათოლა ალი ხამენეის განცხადების შემდეგ ამას აღარ გააკეთებს.
“მაგრამ ამის ნაცვლად, მან ზიზღითა და სიძულვილით სავსე განცხადება გაავრცელა და სანქციების მოხსნაზე ყველანაირი მუშაობა შევწყვიტე“, – აცხადებს ტრამპი.