საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი საპარლამენტო დეპუტატის, გივი თარგამაძის დაპატიმრებას გამოეხმაურა.
„ჩემი ახლო მეგობარი და თანამებრძოლი, გივი თარგამაძე არის მთელი პოსტ საბჭოთა სივრცისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა.
2004 წლის უკრაინული მაიდნის და ყირგიზეთის 2005 წლის აქტიური მონაწილე, ჰააგის სასამართლოს მთავარი მოწმე, ვისი ჩვენების საფუძველზეც გაიცა რუსი სამხედროების დაპატიმრების ორდერი.
გარდა ამისა რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის არის უკეთილშობილესი ადამიანი და დიდი პატრიოტი.
მისი დაპატიმრება პირდაპირ მოსკოვის ბრძანებით ხდება. ჩემს გარდა საჯაროდ პუტინი მხოლოდ გივის დაესხა თავს და ახლა უსრულებს ქართველი მანქურთების ხელით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დაკავებამდე გივი თარგამაძემ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა: „ომის გამოძიებისას ჰააგამ ჩემი ჩვენების საფუძველზე გასცა დაკავების 5 ორდერი.“
გივი თარგამაძე დღეს, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის მოტივით, 7 თვით დააკავეს.
თარგამაძემ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაო გადაიხადა, თუმცა კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადა.