Friday, June 27, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რეჟიმი უნდა დარჩეს მარტო საკუთარ სიშლეგესთან იმისთვის, რომ თავი შეიჭამოს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

June 26, 2025
“რეჟიმი უნდა დარჩეს მარტო საკუთარ სიშლეგესთან იმისთვის, რომ თავი შეიჭამოს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ჩვენ, ფედერალისტებს, მყარად გვჯერა, რომ გამარჯვებას სჭირდება ოცნების იზოლაცია ყველა დონეზე – საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, – ამის შესახებ “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, “რეჟიმი უნდა დარჩეს მარტო საკუთარ სიშლეგესთან იმისთვის, რომ თავი შეიჭამოს”.

“არანაირი შანსი იმისა, რომ ოპოზიციური ერთობა შედგეს თვითმმართველობაში მონაწილეობის სასარგებლოდ – არ არსებობს!
ა რ ა რ ს ე ბ ო ბ ს!
ჩვენ, ფედერალისტებს, მყარად გვჯერა, რომ გამარჯვებას სჭირდება ოცნების იზოლაცია ყველა დონეზე – საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ იზოლაციის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია ის, რომ ქართული ოცნების შიგნით ურთიერთჭამა მიმდიმარეობს და ოცნება სუსტდება.
სწორედ ოცნების დასუსტების შედეგია, რომ მანქანას საჭე მოაგლიჯეს და თავზეხელაღებულები გვეჯახებიან იმის იმედით, რომ გზად გაგვანადგურებენ და ჩვენი გვამები შეაჩერებთ – გადაარჩენთ უფსკრულში გადაჩეხვისგან.
იჩეხებიან და ამიტომ აყავთ ისტერიკულად მძევლები – თავზეხელაღებულობით უნდათ ძალის დემონსტრირება სტატუს კვო ლოიალისტების შესაკავებლად და საზოგადოების გასატეხად – მათ შორის იმისათვის რომ ბიძინას ამერიკის ხაზინის სანქციები სანქციები მოუხსნან და მისი შემცირებული ფული გადაარჩინონ.
ახლა, როგორც არასდროს, ოპოზიციურ სპექტრს გვჭირდება თანმიმდევრულობა და იმ გზის გაგრძელება, რამაც ოცნება ამ ზომებამდე და მდგომარეობამდე მიიყვანა!
ჩვენ გვჭირდება ხალხმა დაინახოს, რომ ოცნებამ, მიუხედავად იმისა რომ ხელები გვიგრიხა! დაგვიჭირა! გვცემა! გვაწამა! მოგვწამლა! დაგვაჯარიმა! გზიდან გადახვევა ვერ გვაიძულა.
ჩვენ გვჭირდება ხალხმა დაინახოს, რომ ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ოცნების იზოლაციას საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე.
ჩვენ გვჭირდება ხალხმა, მათ შორის კონფორმისტებმა გაიგონ, რომ მიუხედავად თავზეხელაღებულობისა და უკონტროლო ძალის გამოყენებისა – “ქართული ოცნება” არის მარტო! არის იზოლირებული საკუთარ სიშლეგეში!
ამავდროულად!
ჩვენ არ გვჯერა, რომ “ოპოზიციაში დაპირისპირებას ყველაფერი ჯობია”.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის, რომ თუნდაც ოპოზიციის ნაწილმა მაინც შეინარჩუნოს ადეკვატურობა და გააგრძელოს რეჟიმის იზოლაციის თანმიმდევრული კამპანია – ამიტომ რეჟიმის ნორმალიზაციის პროცესზე თვალს არ დავხუჭავთ, თავდასხმის ობიექტად ვაქცევთ.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიდი ზიანის მიუხედავად, მაინც უკეთესია რომ ოპოზიციაში ვიღაცამ მაინც შეინარჩუნოს თანმიმდევრული კურსი და ხალხის შემდეგ სტიქიურ ნიაღვარს პატივსაცემ ფორმაში დახვდეს, რათა რეჟიმის ცვლილება და ახალი რესპუბლიკის დაფუძნება შეძლოს.
ერთი სიტყვით, ჩვენ არ შევწყვეტთ რეჟიმის იზოლაციის თანმიმდევრულ პოლიტიკას.
რეჟიმი უნდა დარჩეს მარტო საკუთარ სიშლეგესთან იმისთვის, რომ თავი შეიჭამოს!!!
ოპოზიციამ რა აკეთოს?
ოპოზიციამ:
1. უნდა გააძლიეროს პრეზიდენტ ზურაბიშვილის პლატფორმა!
პრეზიდენტი ზურაბიშვილი არის ამ ქვეყნის ბოლო ლეგიტიმური ინსტიტუტი და ის ყველაზე უკეთააა პოზიციონირებული რომ მაკონსოლიდირებელი სივრცე შექმნას, დასავლეთს ელაპარაკოს და ტრანზიციის დროს ქვეყანას უხელმძღვანელოს (სხვას ეს მანდატი უბრალოდ არ გაგვაჩნია).
2. დაიწყოს აქტიური კამპანია ქვეყნის მასშტაბით ცვლილებების მხარდასაჭერად და იმის საჩვენებლად, რომ ოცნება საკუთარ სიშლეგესთან უნდა დავტოვოთ მარტო იმისთვის, რომ ის გადავჩეხოთ, ჩვენ გადავრჩეთ და კარგად ვიყოთ!
3. როგორი შეიძლება იყოს ეს კამპანია?
26 მაისის კომიტეტის ფორმატის!
სადაც ყველა პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფი პრეზიდენტის მანდატის ქვეშ:
ა) შევთანხმდებით 3 საერთო, ქოლგა გზავნილზე!
ბ) გავინაწილებთ ტერიტორიებს – ვისაც სად გვაქვს stronghold!
გ) რიგ შემთხვევებში გავინაწილებთ ფუნქციებსაც.
დ) და დავსცხებთ.
პარტიებს გვაქვს შანსი ამ პროცესში გავძლიერდეთ!
ავშენდეთ!
კონფორმისტი ბალასტი ჩავიხსნათ და რეჟიმის რეალური მოწინააღმდეგეები ვიპოვოთ – დავირეგისტრიროთ, გავბევრდეთ, გავძლიერდეთ, ხალხის პატივისცემა მოვიპოვოთ და 4 ოქტომბერს ლეგიტიმაცია კი არა, დელეგიტიმაციის მუშტი ვთხლიშოთ!
ესაა გზა!
სხვა გზა არ არსებობს!
ამ გზაზე ვინც ვივლით, ერთად ვივლით!” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გარდაიცვალა ცნობილი ექიმი
  • “სოფელში საშინელი ტრაგედია ტრიალებს”- 27 წლის ბიჭი სახლში გარდაცვლილი იპოვეს
  • როგორი ამინდი იქნება 27 ივნისს – განახლებული პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge