“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტომა ნიკა გვარამიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე 7 ნოემბრის აქციიდან გიორგი გაჩეჩილაძისა და გოგა ხაინდრავას ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:
“ამათზე ვინც არ არწყევს, ან ნაძირალაა, ან დრამინაზე ზის,” – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტთან აქცია სახელწოდებით – „არ აგარევინებთ!” გაიმართა.
აქციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) გახლდათ.
აქცია 4-წუთიანი ფილმის ჩვენებით დაიწყო, სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე, ორგანიზატორებმა ის კადრები გაუშვეს, სადაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით შეკრებილი მოქალაქეების დარბევა იყო ასახული. ამის შემდეგ ტრიბუნა გამომსვლელებმა დაიკავეს. მათ გაიხსენეს დარბევის დროს სასტიკად ნაცემი აქციის მონაწილეები და სოლიდარობა გამოუცხადეს იმ ადამიანებს და ოჯახებს, რომლებიც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს დაზარალდნენ და დაიღუპნენ.
აქციის ორგანიზატორების ინიციატივიაა, რომ 7 ნოემბერი ღირსების დღედ გამოცხადდეს.
ცნობისთვის, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 14 წელი გავიდა. ამ დღეს, გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე მცირერიცხოვანი აქციის დარბევა დაიწყეს. ამის მიუხედავად, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეკრებას აგრძელებდნენ. ვითარების დაძაბვიდან მალევე, სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. სამართალდამცავებმა წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით, მომიტინგეების დარბევა დაიწყეს.
ადგილზე ვითარებას „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი ლიდერები აკონტროლებდნენ. დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეებმა რიყეზე გადაინაცვლეს, პარალელურად, შსს-მ ოპოზიციური ლიდერების სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. ჩანაწერების გავრცელებიდან მალევე, რიყის აქციის დარბევა დაიწყო.
2007 წლის 7 ნოემბერს, დღის ბოლოს, სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა. დალეწეს აპარატურა, გაითიშა არხის სამაუწყებლო სიგნალი. დარბევისა და ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების შემდეგ, არხმა მაუწყებლობა რამდენიმე თვით შეაჩერა, ამის შემდეგ კი, 15 დღით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 2008 წელს ტელეკომპანია „იმედი“ დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, მის ოჯახს ჩამოართვეს.
