ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურებულია.
მისივე თქმით, მედიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ირანის ბირთვული ობიექტები არ განადგურებულა, ყალბია.
„ყალბი ამბების CNN-ი და წარუმატებელი New York Times-ი გაერთიანდნენ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო დარტყმის დაკნინების მცდელობაში. ირანში ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურებულია! საზოგადოება აკრიტიკებს როგორც Times-ს, ასევე CNN-ს!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.