პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ირან-ისრაელის კონფლიქტის შედეგებზე ისაუბრა.
მისი თქმით, „ისრაელმა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია, რომელიც თაობების განმავლობაში გაგრძელდება.“
„ბირთვული იარაღით განადგურების საფრთხე და 20 000 ბალისტიკური რაკეტით განადგურების საფრთხე…
„ისრაელი უახლოეს მომავალში განადგურების წინაშე დადგებოდა, თუ ახლა არ ვიმოქმედებდით…
მადლობას ვუხდით მას ისრაელის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის და ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრისთვის…
ირანის ბირთვული პროგრამა წყალს გავატანეთ. თუ ირანში ვინმე შეეცდება ამ პროგრამის აღდგენას, ჩვენ იგივე მონდომებით, იგივე ძალით ვიმოქმედებთ, რათა შევაჩეროთ ნებისმიერი ასეთი მცდელობა. ვიმეორებ: ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.