Wednesday, June 25, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში? – გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

June 24, 2025
გაგრძელდება თუ არა უნალექო ამინდები? – სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება; 24 ივნისს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, ხოლო 25-26 ივნისს +29,+31 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 24 ივნისს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. 25-26 ივნისს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის

ტემპერატურა +27+29 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 24 ივნისს მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით 24 ივნისს +24, +26, ხოლო 25 და 26 ივნისს +30,+32 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 24 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით, 24 ივნისს +20, +22, ხოლო 25 და 26 ივნისს +28,+30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 24 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით, 24 ივნისს +18, +20, ხოლო 25 და 26 ივნისს +26,+28 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 24-26 ივნისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 24 ივნისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 24 ივნისს შიდა ქართლში +24,+26 გრადუსი, 25-26 ივნისს +28+30 გრადუსი, ხოლო ქვემო ქართლში 24-26 ივნისს +29+31 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 24-26 ივნისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 24 ივნისს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25 და 26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 24 ივნისს 23, +25, ხოლო 25 და 26 ივნისს +27+29 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 24 ივნისს მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 24 ივნისს +16, +18, ხოლო 25 და 26 ივნისს +21+23 გრადუსი იქნება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
  • ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
  • “მტერმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს – ბირთვული ობიექტების განადგურებას”- ირანის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge