“გაათავისუფლე, გაუშვი მიშა საავადმყოფოში, მე შენს ადგილას მოვინახულებდი კიდეც”, – ამ სიტყვებით მიმართა ტელეწამყვანმა დავით აქუბარდიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერის მეშვეობით “ქართული ოცნების” დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს.
“უფლება არ აქვთ, რომ არ გაათავისუფლონ სააკაშვილი, არ გაუშვან, არ გადაიყვანონ საავადმყოფოში. მე მინდა ივანიშვილს მივმართო, (დანარჩენები ყველანი “პეშკები” ) არიან, იცით, არ იყო სტალინი ანა ახმატოვას მოყვარული, მაგრამ აფასებდა მის ნიჭს, მან თვითმფრინავი გააგზავნა ბლოკირებულ ლენინგრადში, იქ არ დატოვოთო და გამოიყვანა. ბიძინა, გაათავისუფლე, გაუშვი მიშა საავადმყოფოში, მე შენ ადგილას მოვინახულებდი კიდეც. არ არის ეს კაცური საქციელი. არ შეიძლება ეს ივანიშვილისგან რომ არ მოდიოდეს, ფობიები აქვს, ეჯავრება ის (სააკაშვილი) კაცი, მაგრამ გამოიჩინოს ქრისტიანული გულმოწყალება, ამდენი დღე რომ შიმშილობს… კი ძლიერი ადამიანია და მე როგორც ვიცი, სპორტული ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ არ შეიძლება ამდენი ხანი აწამებდე, მართლა უნდათ მისი სიკვდილი? არ მოკვდება მიშა, არა!
ესენი ცივსისხლიანთა ჯგუფს მიეკუთვნებიან, არითმეტიკულად ანგარიშობენ, იციან სააკაშვილის მასშტაბები, განვლილი ცხოვრება, შესწავლილი აქვთ მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი და იციან, რომ დაახლოებით 40-დღეზე მეტ ხანს გაძლებს მიშა. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ამიტომ ევაჭრებიან, პირდაპირ მიდის ვაჭრობა უკრაინასთან, წაიყვანთ? კიევის საქართველოს წარმომადგენლობასთან მაქვს ინტენსიური კონტაქტი… ბინძური გათვლები აქვს საქართველოს ხელისუფლებას. ვთვლი, რომ ეს არ არის ქართული საქმე, ეს არაქრისტიანულია,” – განაცხადა აქუბარდიამ გადაცემაში “დღის ამბები” ჩართვისას.
https://mix.metronome.ge/23236-2/