ამ წუთებში, ირანი სამხრეთ ისრაელის ქალაქ აშდოდს ბომბავს.
ისრაელში კვლავ ისმის სირენების ხმა.
ბოლო ცნობებით, ირანიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 15 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.
რაკეტები თითქმის 40 წუთის განმავლობაში რამდენჯერმე გაისროლეს, რაც ომის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ირანული სარაკეტო შეტევაა.
თავდასხმის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.