აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანში პოლიტიკური რეჟიმი უნდა შეიცვალოს.
მისივე თქმით, არსებული რეჟიმი ირანის დიდების დაბრუნებას ვერ ახერხებს.
“ტერმინი “რეჟიმის ცვლილების” გამოყენება არაპოლიტკორექტულია, მაგრამ თუ არსებული ირანული რეჟიმი ვერ ახერხებს ირანის დიდების დაბრუნებას, რატომ არ უნდა მოხდეს მისი შეცვლა??? გავხადოთ ირანი კვლავ დიადი!” – დაწერა ტრამპმა.
გარდა ამისა, ტრამპმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული ბომბდამშენები, B-2-ი, წარმატებულად დაჯდა მისურიში.
“ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიყენებული ზიანი, როგორც ამბობენ, მონუმენტურია. დარტყმები ზუსტი და ძლიერი იყო. ჩვენი სამხედროებმა დიდი ოსტატობა აჩვენეს. გმადლობთ!.” – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა ავიაციამ განახორციელა პირველი ერთდროული იერიში ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე, სადაც გამოიყენეს B-2 ბომბდამშენები და „ტომაჰავკის“ რაკეტები წყალქვეშა ნავებიდან.
ეს არის აშშ-ის პირველი პირდაპირი სამხედრო მონაწილეობა ირანის წინააღმდეგ.