ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, აშშ-სთვის ახალი ომი დაიწყო -კარგი დასაწყისია, გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო – ამის შესახევ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
“რას მიაღწიეს ამერიკელებმა ირანში სამ წერტილზე ღამის დარტყმებით? ბირთვული ციკლის კრიტიკულმა ინფრასტრუქტურამ, როგორც ჩანს, მცირე დაზიანება მიიღო, ან საერთოდ არ დაზიანებულა. ბირთვული მასალის გამდიდრება და, ახლა პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალში ბირთვული იარაღის წარმოება, გაგრძელდება. რიგი ქვეყნები მზად არიან ირანს პირდაპირ მიაწოდონ ბირთვული იარაღი. ისრაელი თავდასხმის ქვეშაა, აფეთქებები ხმები ისმის, ხალხი პანიკაშია. შეერთებული შტატები ახალ კონფლიქტშია ჩათრეული სახმელეთო ოპერაციის პერსპექტივით
ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, შეერთებული შტატებისთვის ახალი ომი დაიწყო. მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ისრაელისა და შეერთებული შტატების ქმედებების წინააღმდეგია. კარგი დასაწყისია, გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო!“ – წერს მედვედევი სოციალურ პლატფორმა X-ზე.