ირანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების ორეტაპიანი გაშვების შედეგად ისრაელში 16 ადამიანი დაშავდა – ინფორმაციას CNN-ი ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
“რამდენიმე ორსართულიანი საცხოვრებელი შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა და ზოგიერთი ჩამოინგრა“ – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
ირანის მედია წერს, რომ ისრაელზე თავდასხმის მე-20 ფაზის ფარგლებში შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს.