სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულია ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე.
უწყების ინფორმაციით, „ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რ. მ.“
საინტერესოა, რა ქონებას ფლობს რომეო მიქაუტაძე და მისი ოჯახი?
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მისმა მეუღლემ, ნინო მიქაუტაძემ, 103 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა 2024 წლის 18 იანვარს შეიძინა, როდესაც მიქაუტაძე ჯერ კიდევ თანამდებობაზე იყო.
მოგვიანებით დეკლარაციაში გამოჩნდა, რომ ბინაში წყვილმა 660 ათასი ევრო გადაიხადა.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, თანამდებობის დატოვებამდე (მიქაუტაძე თებერვალში გადადგა) ის სუს-ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში რამდენჯერმე დაკითხეს და კითხვები დაუსაბუთებელ ქონებასა და სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე ჰქონდათ.
მედიაში გავრცელებული ბრალდებების საპასუხოდ, რომეო მაშინ მიქაუტაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში მის ოჯახს მსხვილი ბიზნესიდან ჰქონდა მაღალი შემოსავალი, ხოლო მოგვიანებით ეს ბიზნესი გაყიდეს, საიდანაც დაახლოებით 2 მლნ ლარის ფულადი ქონება მიიღეს.
ასევე მან თქვა, რომ მისმა ოჯახმა 5 ბინა თბილისში და 2 ბინა ბათუმში, ასევე აგარაკი წეროვანში გაყიდა. ამის სანაცვლოდ, მათ შეიძინეს 1 ბინა თბილისში (180 კვ.მ.), 2316 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წყნეთში, 830 კვ.მ. დედოფლისწყაროში და 410 კვ.მ. ოზურგეთში.
რაც შეეხება კომპანიებს, მიქაუტაძის თქმით, მისი მეუღლე 50-პროცენტიან წილს ფლობს კომპანია „ვიუ ფოინთში“ და საბანკო კრედიტით შეიძინა მიწა წავკისში (2.2 მლნ აშშ დოლარი). ასევე, იგი 50-პროცენტიან წილს ფლობს თბილისში მდებარე სასტუმრო „ბეთლემში“, რომელიც საბანკო კრედიტით (915 000 ევრო) არის შეძენილი.
მადრიდში არსებული ბინისა ისინი ფლობენ
. მიწის ნაკვეთი გარდაბანში, წყნეთის სატყეო უბანში (ნინო მიქაუტაძის საკუთრება 100%) – შეიძინა 320 000 აშშ დოლარად, 2023 წლის 9 თებერვალს
. კომერციული ფართი, 300 კვადრატული მეტრი, სასტუმრო (ეზო), თბილისში ბეთლემის ქუჩა #15 (ნინო მიქაუტაძის საკუთრება 50%) – შეიძინა 2021 წელს, გადახდის გრაფაში 0 ლარი / დოლარი / ევროა მითითებული
. კომერციული ფართი, 479 კვადრატული მეტრი, სასტუმრო, თბილისში ბეთლემის ქუჩა #15 (ნინო მიქაუტაძის საკუთრება 50%) – შეიძინა 825 000 აშშ დოლარად, 2020 წლის 24 დეკემბერს
. მიწის ნაკვეთი ქალაქ დედოფლისწყაროში, 831 კვადრატული მეტრი (ნინო მიქაუტაძის საკუთრება 100%) – შეიძინა 12 000 აშშ დოლარად, 2022 წლის 14 ნოემბერს
. ბინა (180 კვადრატული მეტრი), სარდაფი (127 კვადრატული მეტრი) და სათავსო (4.9 კვადრატული მეტრი), თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი #11 (რომეო მიქაუტაძის საკუთრება 100%) – შეიძინა 240 000 აშშ დოლარად, 2018 წლის 15 თებერვალს
. კრიპტო ვალუტა რიპლი (რომეო მიქაუტაძის საკუთრება 100%) – შეიძინა 13 000 აშშ დოლარად, 2020 წელს
. კრიპტო ვალუტა შიბა ინუ (რომეო მიქაუტაძის საკუთრება 100%) – შეიძინა 3 000 აშშ დოლარად, 2021 წელს… კითხვა განაგრძეთ ბმულზე