პლასტიკური ქირურგი, კონსტანტინე (კოტე) მათითაშვილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
“ბოლომდე წაიკითხეთ:
“არ აიცრა – იმიტომ, რომ საინტერესოა კიდევ რამდენი გარდაიცვლება
არ აიცრა – იმიტომ, რომ შენ გერჩიან
არ აიცრა – იმიტომ, რომ შენ არ დაგემართება
არ აიცრა – იმიტომ, რომ სხვა მაინც აიცრება
არ აიცრა – იმიტომ, რომ ვიღაცას შენი ჩიპირება უნდა
არ აიცრა – იმიტომ, რომ სხვა კვდება და არა შენ
არ აიცრა – იმიტომ, რომ ვიღაც ფულს შოულობს
არ აიცრა – იმიტომ, რომ შარშან სურდო გქონდა!
არ აიცრა – იმიტომ, რომ ხარ ეგოისტი!
არ აიცრა – იმიტომ, რომ ხარ ურჩი!
ხოდა აიცერი! დაიცავი თავი და სხვა!
ვინც ეს საკუთარ თავს მიაკუთვნეთ მე არ დამაბრალოთ, კარგად დაფიქრთით, რატომ ცხოვრობს მსოფლიოს უდიდესი და განვითარებული ნაწილი თითქმის სრულად ჩვეული რითმით და ემშვიდობება კორონას და რატომ იღუპება ჩვენთან ამდენი ადამიანი და კიდევ ტალღებსა და მღელვარებაში ვართ!”, – წერს მათითაშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოში კორონავირუსის 5 340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 631 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 62 პაციენტი გარდაიცვალა.