Friday, June 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„არ ვიცოდი, ბაჩიაშვილი რომ უნდა გადამეყვანა…“ – რას აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ბრალდებული მძღოლი?

June 20, 2025
„არ ვიცოდი, ბაჩიაშვილი რომ უნდა გადამეყვანა…“ – რას აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ბრალდებული მძღოლი?

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გაიმართა.

პროცესზე გამოიკითხა იმ ავტომობილის მძღოლი, რომლითაც ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა.

შოთა ქარუმიძის თქმით, მან არ იცოდა, რომ ბაჩიაშვილი უნდა გადაეყვანა.

„საბურავები მივიტანე, როდესაც პირველად ბატონი გიორგი [ბაჩიაშვილი] გავიცანი. იქ ვისაუბრეთ, ისეთი არაფერი ყოფილა. შემდგომ წამოვედი. მერე კი გიორგიმ დამირეკა, მე ასე ვფიქრობ, რომ გიორგი იყო. ისევ მივედი მისამართზე, ისევ რაღაცები უნდა წამომეღო საბურთალოზე, რა მისამართზე, აღარ მახსოვს. მითხრა, გამოგყვები, თუ შეიძლებაო. ვუპასუხე, რა პრობლემაა-მეთქი. მანქანით რომ მივდიოდით, გზაზე რაღაცაზე ვლაპარაკობდით. მე ჩემი ფინანსური პრობლემები მქონდა იმ პერიოდში და მაგაზე ვილაპარაკეთ. ბატონმა გიორგიმ დახმარება შემომთავაზა, რაზეც მე თავიდან უარი განვაცხადე, არ მინდა, მადლობა, თუ მასესხებ, კი იცი და ა.შ. ბოლოს ისე მოხდა, რომ მითხრა, აი, ეს თანხა, რაც არის, დახმარებაში აიღეო და რაღაც საქმე მინდა შემოგთავაზოო. მითხრა, პოლიტიკურად დევნილი ადამიანი არის და თუ შეგიძლია, რომ საქართველოს საზღვარზე გადაიყვანოო. ვკითხე, ვინ არის, რა არის, როგორ არის, რა კრიმინალი აქვს ჩადენილ-მეთქი. მითხრა, არც კრიმინალი აქვს ჩადენილი, არც ძიებაში არ არის, უბრალოდ პოლიტიკურად იდევნება და უნდა, რომ ქვეყანა დატოვოს და არავინ გაიგოს მისი გასვლის შესახებო. მკითხა, თუ თანახმა იქნები, თანხა რამდენი გენდომებაო. ვიფიქრე, ვიფიქრე და ვუთხარი, რომ 30 000 დოლარად გადავიყვან-მეთქი“- განაცხადა ქარუმიძემ.

შეგახსენებთ, 4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა. მოგვიანებით თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელსაც პასპორტი ჩამორთმეული აქვს, “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში“ ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად “სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც” გამოიყენა.

შსს სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ბაჩიაშვილმა საქართველო სომხეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, რის შემდეგაც, სომხეთიდან უკვე მესამე ქვეყანაში გადავიდა, თუმცა საქმის მასალებში მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საუბარი არ არის, როგორ აღმოჩნდა, პასპორტჩამორთმეული ბაჩიაშვილი სომხეთის ტერიტოტიაზე.

რა ვითარებაში დააკავეს ბაჩიაშვილი? – იხილეთ ბმულზე

შოთა ქარუმიძის საქმის დეტალები წაიკითხეთ ბმულზე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥”ვრცელდება ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი ვიდეო”- რომან გოცირიძე
  • ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ხდება ადგილზე
  • “ქოცებს მორიგი დრაკონული კანონის ნორმები შემოაქვთ”- რა ინფორმაციას ავრცელებს ხატია დეკანოიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge