Friday, June 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„რას აკეთებდა გერმანიის ყოფილი ელჩი 20 ივნისს პარლამენტში?!” – რას აცხადებს თეა წულუკიანი?

June 19, 2025
„რას აკეთებდა გერმანიის ყოფილი ელჩი 20 ივნისს პარლამენტში?!” – რას აცხადებს თეა წულუკიანი?

დღეს საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

კომისიამ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, გიორგი ჭოლაძეს მოუსმინა.

ჭოლაძემ 2019 წლის 20 ივნისი გაიხსენა. მან თქვა, რომ იმყოფებოდა გერმანიის იმდროინდელი ელჩი, ჰუბერტ კნირში.

თეა წულუკიანი: თქვენ მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვენის კონვენციაც ახსენეთ, მაგრამ პროფესიონალური შეფასება რომ მოგვცეთ – გავიგე, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს იმდენი უნდა ესმოდეს, რომ დიპლომატი, სხვა ქვეყნის ელჩი, როცა აქციის აგრესიული, არამშვიდობიანი, პარლამენტში შემოჭრის მცდელობა რომ აქვს, ასეთი აქციის დაშლას რომ აკეთებ შინაგან საქმეთა მინისტრი, იმ დროს გვერდში არ უნდა იყოლიოს სხვა ქვეყნის ელჩი, ელემენტარული რამ არის.
გიორგი ჭოლაძე: თან რუსთაველზე სეირნობდა და ამოიყვანესო, მე მითხრა პირადად.
თეა წულუკიანი: კი, მაგრამ ახლა შევხედოთ ელჩის თვალით, რამდენად აქვს ელჩს უფლება, რომ დაჯდეს იმ ადგილას, საიდანაც მიმდინარეობს აქციის დაშლის ოპერაცია. დიპლომატიური თვალით რომ შეხედოთ, რა არის ეს? გენერალ-გუბერნატორი, რომელიც ზის და აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული მინისტრი რას მოიქმედებს, დავალებები შეიძლება მისცეს, რჩევა შეიძლება მისცეს არასწორი ან სწორი, თუ რა არის საერთოდ ეს? როგორც დიპლომატი, რას ფიქრობთ, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე?
გიორგი ჭოლაძე: ზოგადად, ეს არ იყო ლამაზი, იქ ელჩი არ უნდა ყოფილიყო…
თეა წულუკიანი: ბატონი კნიში, რომელიც გამოირჩეოდა იმით, რომ მას ჩემთვის მოუცია დავალებები, რომლებიც არ შემისრულებია და მძიმე საუბარი ყოფილა ამის გამო, რომელიც ყველაფერი იყო დიპლომატიურის გარდა. მე შევსწრებივარ სხვა საუბრებს სხვა ჩვენს მაღალი თანამდებობის პირებთან, როდესაც ის, პირდაპირ, უზრდელად, ესაუბრებოდა მათ და ეუბნებოდა, რომ „შენ ახლა ეს უნდა შეასრულო”. გახარიას არ შევსწრებივარ, მაგრამ სხვებს. ჩემთვის მოუცია დავალება, რომელიც არ შევასრულე როგორც კულტურის მინისტრმა, მინახავს სხვებისთვის მიცემული დავალებები და მძიმე საუბრები. რატომ არის გამორიცხული, რომ გახარიასთვისაც მიეცა რაღაცა ტიპის არასწორი დავალება და წამოეგო პროვოკაციაზე, ან სხვას, რომელიც გარეთ იყო. იქნებ, გაიხსენოთ, რას აკეთებდა ეს დიპლომატი იქ, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი იღებდა ოპერატიულ გადაწყვეტილებებს აქციის დაშლასთან დაკავშირებით.
გიორგი ჭოლაძე: გულწრფელად გეუბნებით, იჯდა და აკვირდებოდა სიტუაციას.
თეა წულუკიანი: უთარგმნიდა ვინმე?
გიორგი ჭოლაძე: არა, მე ვესაუბრე, ოღონდ რაღაც ასე „რა ხდება, დაძაბულია სიტუაცია” ასეთ კითხვას თუ დასვამდა… იჯდა და უყურებდა სიტუაციას, მასთან განსაკუთრებული მისვლა და კომუნიკაცია არ ყოფილა. იჯდა ასე, გვიყურებდა, პროცესში რომ არ იყო ჩართული. შეიძლება, გახარიას ესაუბრებოდა, მე ეს ნამდვილად არ დამინახავს… კომუნიკაცია არსებობდა იქ, ბუნებრივია, მაგრამ რაზე ესაუბრებოდა… გახარიამ გერმანული ბრწყინვალედ იცის…
თეა წულუკიანი: აი, ეს მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ, რომ თქვენ, როდესაც იქ არ იყავით და არ ესაუბრებოდით ელჩს გერმანულად, ეს იმას მოწმობს, რომ მას და ელჩს შეეძლოთ თარჯიმნის დახმარების გარეშე ურთიერთობა…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის ინფორმაცია, რომლითაც 10 წუთში გახსნიან კოტე იოსელიანის გატაცების საქმეს”- თინა ბოკუჩავა
  • “თქვენს დანაშაულს ფარდა აეხდება”- “ანონიმუსი“ “ოცნებას“ მიმართავს
  • 20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge