ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“როცა დედა ხარ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება წარმოუდგენლად მძიმეა. წარმოუდგენლად! და ეს ნაბიჯი მაინც გადადგა ქართული პოლიტიკის ყველაზე მამაცმა ქალმა!”, – წერს კვესიტაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. როგორც ის ამბობს, პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
