ძაღლების თავშესაფრის დირექტორი თამაზ ელიზბარაშვილი მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. მან “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა:
“ჩემო ტკბილო და ლამაზო საქართველო. ყველა შენ მოძულეს და მტერს მოუ** გამზრდელი დედა.
პუტინი საქართველოს მოსისხლე მტერია!!!
პუტინის მტერი ჩემი მოყვარეა!!!
თავისუფლება მიშას!!!
ყველამ იცით ნაცების რეჟიმმა რა უბედურება დამატეხა თავს მე და ჩემ ოჯახს, მაგრამ ნა***რი პუტინის საამებლად ვერ გავიმეტებ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რაც არ უნდა წყენა და ბრაზი მქონდეს მის მიმართ”, – წერს თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში.
დღეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის 35-ე დღეა.
