adjaratv.ge-ს ცნობით, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა.
შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, სამი კი დაშავდა.
დაშავებულებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქის, მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარის გამო, ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი შემოვლითი გზა დროებით გადაკეტილია, ავტომობილებს მოძრაობა ძველი გზით უწევთ.