Wednesday, June 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს ავრცელებს

June 16, 2025
რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს ავრცელებს

აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს ავრცელებს.

ახალგაზრდა, ყურადღებას მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებზე ამახვილებს და ქართულ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

“ციხე საშინელებაა, თან როცა გარეთ ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ბედი წყდება და შენ ამ დროს ხელ-ფეხშეკრული ხარ, ვერაფრით ეხმარები თანამებრძოლებს, მაგრამ გამორიცხულია მე როდესმე ვაგრძნობინო, თითქოს გამტეხეს ან რამე დამაკლეს დატყვევებით, სახლივით და პატარა რუსთაველივით მოვაწყვეთ აქაურობა.

მირჩევნია მომისაჯონ კიდეც, თუ ეს ხალხში ცოტა ბრაზს მაინც გააჩენს, გამოაფხიზლებს და გარეთ გამოიყვანს. არ შეიძლება ის შერჩეთ, რაც აკეთეს. არ შეიძლება ასე სრული სვლით და დაუფარავად რუსეთისკენ მიაქანებდნენ ქვეყანას და ხალხს ამაზე რეაქცია არ ჰქონდეს. არ არის ბუნებრივი, რაც ხდება. საკუთარი თავი საერთოდ არ მაინტერესებს, სადაა პერსონალური ფიქრების დრო – გული იმ უსამართლობაზე, ბოროტების სავანეზე, მტერთან დაახლოებაზე და მოყვარესთან დაშორებაზე მიკვდება, რასაც ეს რუსეთის მონები აკეთებენ, მთავრობას რომ უწოდებენ თავს. მთავარია, ქვეყანას ეშველოს… გადარჩეს… 

ბოროტს რომ კეთილი ძლევს, მე ამის იმედი უკვე დიდი ხანია დავკარგე, ცხოვრება ფილმი არ არის, ჰეფი ენდებით სრულდებოდეს, თუმცა იმედის დაკარგვის მოუხედავად, წინსწრაფვას და შეტევას არასდროს შევწტყვეტ, ვინაიდან ვიცი, რომ ჩემი სული არ გასვრილა და არც გაისვრება. შესაბამისად, არც ვდარდობ შედეგზე, რადგან სიმართლის მხარეს ვიბრძვი. ყველაზე მთავარია, საკუთარ თავთან იყო მართალი, წაგებაც კი ტკბილია ხოლმე თუ შენი ნაბიჯები ჭეშმარიტია, აბა რა აზრი აქვს მოგებას, თუკი არასწორია. ამიტომ მთავარია სიმართლის მხარეს ვიყოთ და დანარჩენს ისტორია არ დაკარგავს, ბოლო ყველას ერთი აქვს, საქმე ისაა, იმ ბოლომდე ვინ რა გზით მივა. 

– ბრიუს რატომ ვეცემით?
– რათა წამოდგომა ვისწავლოთ…”. – წერია წერილში. 

ცნობისთვის, რეზო კიკნაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო 25 ნოემბერს, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის მოთხოვნით გამართულ აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

შეგახსენებთ, რომ კიკნაძე სწორედ ის ახალგაზრდაა, რომელიც ირწმუნება, რომ დაკავების შემდეგ მას ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ნეთანიაჰუმ ტირან ჰიტლერს, დიდი ხანია, გადაასწრო…“ – რას აცხადებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი?
  • „2 წლის ბიჭმა შემთხვევით დედა მოკლა“ – რა მოხდა ბრაზილიაში?
  • „ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ თებერვალში აცნობა, რომ…“ – რა დეტალები ხდება ცნობილი ისრაელის გეგმის შესახებ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge