“ამიერიდან, ასე დავიწყებთ დილასაც და საღამოსაც…” – ნიკა გვარამიას განცხადებით, “მთავარი არხი” იურიდიულ მისამართს იცვლის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

“ამიერიდან, ასე დავიწყებთ დილასაც და საღამოსაც. წალენჯიხა – თავისუფალი ადამიანების ტერიტორია!

#freepeoplezone”, – წერს გვარამია FACEBOOK- ზე.

May be an image of cloud and text

ამასთან, გვარამია სოციალურ ქსელში წერს, მიღებული გადაწყვეტილებით, სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ, მთავარი არხის იურიდიულ მისამართად წალენჯიხა იქნება მითითებული, სადაც  თავისუფლება მოიპოვეს.

“მთავარი არხის მთავარი ღირებულება თავისუფლებაა. საქართველოში კი ერთადერთი ადგილი, სადაც ხალხმა მოიპოვა თავისუფლება, წალენჯიხაა.

არხის გადაწყვეტილებით, სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ, ჩვენ შევიცვლით იურიდიულ მისამართს და გადავიტანთ იქ, სადაც უკვე მოიპოვეს თავისუფლება – წალენჯიხაში”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 2021 წლის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია, სადაც ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.