Wednesday, September 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

კოვიდ პასპორტები და სავალდებულო ვაქცინაცია ცალკეულ ჯგუფებში – “წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი რომ გამოეყენებინა ხელმძღვანელობას, წარმოგიდგენიათ ამას რა ნეგატიური რეაქცია მოჰყვებოდა?!” – ცერცვაძის განცხადება

November 3, 2021
კოვიდ პასპორტები და სავალდებულო ვაქცინაცია ცალკეულ ჯგუფებში – “წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი რომ გამოეყენებინა ხელმძღვანელობას, წარმოგიდგენიათ ამას რა ნეგატიური რეაქცია მოჰყვებოდა?!” – ცერცვაძის განცხადება

მე არ ვიცი, რა სჭარბობს, სკეპტიციზმი და ანტივაქსერობა, თუ ინერტულობა – უნდა იპოვოს მოსახლეობამ თავის თავში ძალა, რომ 40-50 ათასი კაცი მივიდეს ასაცრელად, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაცით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 45%-ს შეადგენს, ამასთან, მოსახლეობის 25% არის სრულად ვაქცინირებული. როგორც ცერცვაძემ განაცხადა, აქციების, დაბალი ვაქცინაციის და პირბედის ტარების მაჩვენებლის გამო, საქართველოში ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ ძნელი იყოს პანდემიის მართვა.

„მე არ ვიცი, რა სჭარბობს, სკეპტიციზმი და ანტივაქსერობა, თუ ინერტულობა, უბრალოდ არ თვლიან ვაქცინის გაკეთებას საჭიროდ. დღეს, არცერთ ქვეყანას არ აქვს შექმნილი ისეთი კარგი პირობები ვაქცინაციისთვის, როგორც საქართველოს. ნუ ვისაუბრებთ საინფორმაციო კამპანიის სიმწირეზე. ამაზე მეტი საინფორმაციო კამპანია, რაც საქართველოში კეთდება შეუძლებელია.

რა თქმა უნდა, საქართველოში ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ ძნელი იყოს პანდემიის მართვა და შემთხვევებმა კიდევ უფრო მოიმატოს. ამას მხოლოდ ერთი რამ უშველის. მოსახლეობამ გააცნობიეროს რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ და გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომელიც მას ჯანდაცვის სამინისტრო და ქვეყნის ხელმძღვანელობა სთავაზობს. პირველ რიგში, 40- 50 ათასამდე კაცი მივიდეს ვაქცინაზე და არა 3-4 ათასი. ამას ხომ არაფერი უნდა? ეს ხომ არ არის დაკავშირებული პოლიტიკურ აქტივობასთან? მიტინგთან? უნდა იპოვოს მოსახლეობამ თავის თავში ძალა, რომ 40-50 ათასი კაცი მივიდეს ასაცრელად. თბილისში პირბადეებს ასე თუ ისე ატარებენ, რეგიონებში თითქმის არ ატარებენ.

როგორც მინიმუმ უნდა შემოღებულ იქნეს სავალდებულო ვაქცინაცია ცალკეულ ჯგუფებში და პირდაპირ მივუთითებ ხელისუფლებას, რომ პლიუს გამკაცრდეს არსებული რეგულაციის აღსრულებაზე კონტროლი”, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძის თქმით, იმგვარ პოლარიზებულ გარემოში რაც საქართველოშია, არ არის იოლი ე.წ. მწვანე ბარათების შემოღება.

“კოვიდპასპორტების შემოღება და ცალკეული ჯგუფების აცრა მიმაჩნია სავალდებულოდ – პედაგოგები, ექიმები, ძალოვნები, ორსულები თუ სხვა…  არ არის ეს საქართველოში იოლი მისაღები. თქვენ ნახეთ, იტალიაში როგორი დიდი მიტინგები იყო და სახელმწიფოს წლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა, იმ ხალხის დასაშლელად ვინც, აი, ამ მწვანე პასპორტების წინააღმდეგი იყო. ახლა ამ პოლარიზებულ და პოლიტიკურად უკიდურესად დაძაბულ სიტუაციაში, მწვანე პასპორტის გამო, კიდევ რომ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინა ჩვენს ხელმძღვანელობას, წარმოგიდგენიათ ამას, რა ნეგატიური რეაქცია მოჰყვებოდა. ამიტომ ჩვენი ქვეყანა ფრთხილად დგამს ამ ნაბიჯებს და ახლა დადგა დრო, როდესაც სხვა გზა არ არის, უნდა შემოვიდეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

https://mix.metronome.ge/%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%94%e1%83%97-%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a3%e1%83%ae%e1%83%a1%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%97/

 

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „გაითვალისწინეთ“ – მეტეოროლოგის გაფრთხილება მოსალოდნელ ამინდზე
  • რომელ ქუჩებზე იზღუდება მოძრაობა – ნახეთ დეტალურად
  • ავარია რუსთავში – დაშავებულია ახალგაზრდა ქალი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge