“ჯობია აღარ ვიფიქრო ამ ამბავზე. მაინც ვერ ჩავწვდები” – ნანუკა ჟორჟოლიანი ძმები ჭოხონელიძეების საპასუხოდ პოსტს ავრცელებს:
“ამდენი ხანია ვფიქრობ რომელ გზაზე საუბრობენ ჭოხონელიძეები.სად მიმყავდა ისინი.
ჯერ ვიფიქრე, რომ პოლიტიკურ არჩევანს მიწუნებენ. მაგრამ რანაირად, ნატოს მეუღლე ხომ 2012 წლის ბოლო დღემდე ბაჩო ახალაიას უახლოესი თანამებრძოლი და გუნდის წევრი იყო.
შესაბამისად ეს ვერსია გამოვრიცხე. ევროპული გზაც არ უნდა დაეწუნებინათ. სიმღერა მე არ მინდა. პატიმრებზე ერთი ფიქრი გვქონია.
ჯობია აღარ ვიფიქრო ამ ამბავზე. მაინც ვერ ჩავწვდები.” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
მომღერალი ძმების, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეების სტატუსს 12 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზოში გამართულ კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა და ბიჭებს მადლობა გადაუხადა.
“პირველ რიგში, ბიჭებს ვინც დღეს პატიმრობაში არიან ჩვენი სოლიდარობა და თანადგომა” – განაცხადეს გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებმა.
ამ პოსტის შემდეგ კი ტელეწამყვანმა განაცხადა, რომ მადლობელი იქნებიან ყველასი ვინც ამ გზით ივლის.
ჟორჟოლიანის სტატუსს “ჭოხოები” გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის გზით ისინი არასოდეს ივლიან.