ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ეფი დეფრინმა ისრაელ-ირანის დაპირიპირების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, „ისრაელმა ჩაატარა ყველაზე მასშტაბური საჰაერო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის ბირთვული პროგრამის შეჩერებას.“
„70-ზე მეტმა საბრძოლო თვითმფრინავმა შეძლო ორსაათ-ნახევრის განმავლობაში თეირანის თავზე ფრენა და 40-ზე მეტ სამიზნეზე დარტყმა. თეირანამდე გზა გახსნილია…
„ჩვენ დავამყარეთ საჰაერო თავისუფლება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვიმოქმედოთ და ავიცილოთ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საფრთხეები“, – განაცხადა დეფრინმა.