მიმდინარე აქციებისას დაკავებული აქტივისტი, რეზო კიკნაძე UFC-ის ქართველ ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილს პასუხობს.
„მერაბ დვალიშვილს სინდისის პატიმრები უხსენეს და რაღაც ვერ მიხვდა, ახლა მოკლედ ავუხსნი, რატომ ვართ აქ. ჩვენ დაგვიჭირეს აქციაზე, ევროპულ მომავალს ვითხოვდით, კობახიძემ თქვა, რომ სანამ “ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, ჩვენ ევროპასთან კავშირი და მოლაპარაკება არ გვექნებაო. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობარი იყოს ევროპა და ამერიკა, ის ამერიკა, რომელიც შენ ძალიან გიყვარს. არ გვინდა, რომ რუსეთისკენ მივდიოდეთ და აი, ამის გამო ვართ აქ და ამის გამო გვისჯიან 5,6 და 7 წლებს. და ბოლოს, ვიტყოდი, რომ ჩვენს მხარეს, სამწუხაროდ, მხოლოდ სიმართლეა“,- თქვა კიკნაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ დვალიშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ხომ არ აპირებდა მხარდაჭერის გამოცხადებას პატიმარ რეზო კიკნაძისთვის, რომელიც მისი დიდი გულშემატკივარია.
„ყველას ვუსურვებ თავისუფლებას. იცით, როგორი დაკავებული ვარ… სპორტსმენი ვარ, პირველ რიგში, და ჩემს საქმეს ვაკეთებ. არსებობენ კარგი ადვოკატები და ახალგაზრდები და რაც გასაკეთებელია, მას [რეზო კიკნაძეს] გაუკეთებთ…“, – თქვა მერაბ დვალიშვილმა.
სრული ინტერვიუ იხილეთ ბმულზე