შალვა პაპუაშვილი საქართველოში ბრიტანეთის საელჩოსთან დაკავშირებით მორიგ კომენტარს აკეთებს.
„მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს.
ასევე მივმართავ ყველას, ვისაც, შესაძლოა, ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებასთან დაკავშირებით, მომაწოდოთ ეს ინფორმაცია“, – ამბობს პაპუაშვილი.
შეგახსენეთ, 11 ივნისს საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „გვიწევს, გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას.“