აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ახლო აღმოსავლეთიდან პერსონალის ევაკუაცია ხდება.
მედიის კითხვაზე – რატომ ხდება მათი ევაკუაცია? –
ტრამპმა უპასუხა, რომ ეს ადგილი, შესაძლოა, სახიფათო გახდეს.
„ეს ადგილი, შესაძლოა, საშიშ ზონად იქცეს. დაველოდოთ მოვლენებს. ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ამას არ დავუშვებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ ერაყში მდებარე საელჩოს ნაწილობრივი ევაკუაციისთვის ემზადებოდა და სამხედროების ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ ერაყის დატოვების საშუალებას აძლევდნენ.