ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ქვეყანაში ვირუსით გამოწვეული ლეტალური შემთხვევების რაოდენობაზე წერს და კვლავ ვაქცინის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს.
“კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვა ქვეყანაში 10 000 გადააჭარბა! მხოლოდ ოქტომბერში 1000 -ზე მეტი მოქალაქე დავკარგეთ!
მიაწვდინეთ ამ ხალხს ხმა, რომ უკვე დიდი ხანია გვაქვს წამალი (ვაქცინა), რომელსაც ამ სიკვიდილის რისკის 90%-ით შემცირება შეუძლია!
ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს!”, – წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.