მამუკა მდინარაძემ დეა მამისეიშვილს უჩივლა – ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქმე 25 თებერვალს გამოქვეყნებულ Facebook პოსტს ეხება, სადაც მან “ქართული ოცნების” დეპუტატი “ნაძირალად, არაადამიანად და ნაბი**რად” მოიხსენია.
დეა მამისეიშვილის ცნობით, მისი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 12 ივნისს გაიმართება.
ხვალ სასამართლოში მიბარებენ, რადგან მამუკას ვაწყენინე. მამუკა მდინარაძემ იგრძნო თავი შეურაცხყოფილად და შსს-მ და სასამართლომ იგრძნეს თავი საჭიროდ. ჰაი, გეკა. მამუკა მიჩივის 25 თებერვლის პოსტის გამო, სადაც ნაბიჭვარს, ნაძირალას და არაადამიანს ვეძახი. და კი, ეს ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა. ასე ვფიქრობ, (უარესადაც) და ვერავინ შემზღუდავს”. – წერს დეა მამისეიშვილი.
ცნობისთვის, სასამართლოში დაიბარეს ნანუკა ჟორჟოლიანის, რომელსაც ქართული ოცნების დეპუტატი მარიამ ლაშხი Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო უჩივის. ასევე, ნინო წილოსანის “შეურაცხყოფის” საბაბით, სასამართლოში დაიბარეს აქტივისტი ანა სუბელიანიც. გარდა ამისა, სასამართლოში ეკა მიშველაძე, ელენე ხოშტარია, დეა მამისეიშვილი, ვიკა ბუკია და ანი სუბელიანი დაიბარეს.
