Saturday, July 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„ყოველთვის მეგონა, რომ ეს შეიძლება თქვას მხოლოდ იმან, ვისაც ეს მართლა შეუძლია, ანუ ქრისტემ“ – რა წერილს ავრცელებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხიდან?

June 11, 2025
ზურაბ ჯაფარიძე დაკავების შემდეგ პირველ წერილს ავრცელებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ დაკავებული ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდაბ მორიგ წერილს ავრცელებს.

„გუშინ პროცესი მქონდა.
სასამართლოში რომ გადაჰყავხართ ციხიდან, პროცესის დაწყებამდე ე.წ “აბეზიანნიკში” გაჩერებენ. მეც ვიჯექი იქ ასე ნახევარი საათი (ადრეც ვყოფილვარ)
კედლები წარწერებითაა სავსე და სხვა რა საქმე გაქვს, იწყებ კითხვას.
პირველი, რაც თვალში მომხვდა, “FUCK RUZZIA!” იყო და იქვე “უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეს”, თავისი გაგრძელებით, არ ეწერა ავტორი.
მერე ვიპოვე “გავიმარჯვებთ სახელოვნად!”, რომელსაც ხელს აწერდნენ: ვეფხია კასრაძე, გიორგი ახობაძე და ვასო კაძელაშვილი, უფრო სწორად, გიოს სახელი-გვარი დავინახე, გამიხარდა (რა გამიხარდა არ ვიცი) და მერე ვნახე რას აწერდა ხელს.
მერე კი ვნახე ეს წარწერა:
“მამა შეუნდე მათ,
რათა მათ არ იციან რას ჩადიან”
გიორგი ბაჩიაშვილი 29.05.2025 და ხელმოწერა.
მერე მთელი პროცესი ამ წარწერაზე ვფიქრობდი.
ერთი მხრივ, რაღაცნაირი სასოწარკვეთილი გემო დამიტოვა, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ფრაზა სახარებიდან ჩემთვის ყოველთვის იყო ქრისტიანობის ანი და ჰოე.
ის, რომ ადამიანი შეიძლება იყოს სრულიად უგუნური და სასტიკი;
ის, რომ ასეთმა ადამიანებმა შეიძლება ჯოჯოხეთური წამებისთვის გაიმეტონ ყველაზე კეთილი არსება, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ის სიმართლეს ლაპარაკობდა;
ის, რომ ეს ნებისმიერი ადამიანის ბუნებაშია;
და ის, რომ ამის მიუხედავად, ეს ადამიანი არამარტო მაინც უნდა გიყვარდეს და პატიობდე, არამედ ამ ადამიანს უნდა ემსახურო;
ეს არის ეგ ფრაზა.
და მე ყოველთვის მეგონა, რომ ეს შეიძლება თქვას მხოლოდ იმან, ვისაც ეს მართლა შეუძლია, ყოველთვის და ყველა გარემოებაში, მათ შორის ჯვარზე გაკრულს.
ანუ მარტო ქრისტეს.
ამას ვფიქრობდი პროცესზე…
სანამ ნანუკა ქაჯაიამ არ დამიძახა: ჯაფარ, თქვი რამეო.
________________________________________
ეს “ლეგიტიმურის” ამბავი აქეთაც არ გვესმის მგონი ყველას ბოლომდე (TV მოვიპოვე და მიუხედავად დაპირებისა, ალბათ ცოტას მაინც მოვ*&^ავ ტვინს)
არავინ უარჰყოფს, რომ ქოცების (რუსების) ხელშია ძალაუფლება, არც ქვეყნის შიგნით, და არც ქვეყნის გარეთ.
ის, რომ მათ ხელშია ძალაუფლება, მათ შორის ნიშნავს იმას, რომ ხან ევროსაბჭოს გენ.მდივანი ჩამოართმევს რომელიმეს ხელს და ხან მაკრონი წამოარტყამს მხარზე.
ის, რასაც დასავლეთი არ აღიარებს არის ის, რომ ამ მოღალატეებს ეს ძალაუფლება მოპოვებული აქვთ დემოკრატიული არჩევნების გზით და რომ, შესაბამისად, აქვთ ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია.
ამიტომ არიან არალეგიტიმურები დასავლეთის თვალში და ეს აღარ შეიცვლება,
7 თვე გავიდა არჩევნებიდან,
საღამოს რუსთაველზე!”
| ზურაბ ჯაფარიძის წერილი
N220 საკანი
5 ივნისი“, – აღნიშნულია პოლიტიკოსის მიერ გავრცელებულ წერილში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „კიდევ ერთი საოცრად კეთილი და თბილი ბავშვი დავკარგეთ…“- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
  • “მეგობარს უთხრა, მალე თეთრ კაბას ჩავიცვამო… გული უგრძნობდა”- ტრაგიკულად დაღუპული 19 წლის გოგოს დედა მიმართვას ავრცელებს
  • კახეთის გზატკეცილზე ავარია მოხდა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge