Thursday, September 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სამმართველოში პირი შეუძლოდ გახდა, კლინიკაში გარდაიცვალა” – რა განცხადებას ავრცელებს შსს

June 11, 2025
“სამმართველოში პირი შეუძლოდ გახდა, კლინიკაში გარდაიცვალა” – რა განცხადებას ავრცელებს შსს

გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში, გამოკითხვაზე, პირი შეუძლოდ გახდა, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კი გარდაიცვალა – ამის შესახებ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“საგამოძიებო მოქმედების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ივნისს, რესტორანში დაწყებული შელაპარაკება, იმავე რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების დროს, 1998 წელს დაბადებულმა ს.უ.-მ და 1996 წელს დაბადებულმა დ.ს.-მ სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის, თავის არეში დაზიანებები მიაყენეს 1987 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს. 

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ფიზიკური დაპირისპირების დროს ა.ყ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა  ს.უ.-სა და დ.ს.-ს. ხოლო ა.ყ.-ს თანმხლებმა პირმა ი.ტ.-მ ფიზიკურად იძალადა კონფლიქტში მონაწილე ს.უ.-სა და დ.ს.-ზე”. – განაცხადა დარახველიძემ.

დარახველიძის განცხადებით, მომხდარი ფაქტის შემდეგ, როგორც კონფლიქტში მონაწილე, ისე შემსწრე პირებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს. მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებების მიზნით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში მიიყვანეს. განჩინების საფუძველზე, რესტორნის კამერებიდან ამოიღეს დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა. 

“საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს შენობაში მყოფი ა.ყ. დროის მოკლე პერიოდში გახდა შეუძლოდ და გონება დაკარგა. სამართალდამცველებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახეს და სტაციონარში გადაიყვანეს. მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციამ ინფორმაცია მყისიერად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან 2 დღეში ა.ყ. გარდაიცვალა”. – განაცხადა დარახველიძემ.

დარახველიძის თქმით, პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავა. უკვე შეეფარდათ პატიმრობა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვის გაეთიშება ხვალ დენი – იხილეთ მისამართები
  • მიმართა თუ არა პროკურატურამ თურქულ მხარეს თორნიკე რიჟვაძის გამოკითხვის მოთხოვნით – რას ამბობს პროკურორი
  • პროკურორი ზურაბ ზვიადაურის დაკავების საქმეზე ახალ დეტალებს ასაჯაროებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge