თბილისში ჩამოსულმა UFC-ის ქართველი ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა მედიასთან ინტერვიუ მისცა.
მან კომენტარი გააკეთა 8 ივნისს, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ, შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გასაუბრების შესახებ.
„რამდენიმე სიტყვა ვუთარი ტრამპს. დავუდასტურე ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა. მცირე საუბარი იყო, ვახსენე ჩემი ქვეყანა… მან მითხრა, რომ ჩემი ბრძოლა მოეწონა“, – თქვა დვალიშვილმა.