“მთავარი არხის” ჟურნალისტმა დეა მამისეიშვილმა მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო, სადაც მას ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.
ვინ არის პირი, რომელიც დეა მამისეიშვილს სოციალური ქსელის მეშვეობით დაემუქრა უცნობია. ჟურნალისტს წერილი “ფეისბუქის” ყალბი ანგარიშიდან გაუგზავნეს, რომელიც ახლა გაუქმებულია.
“ეს იმ აქციის საპასუხოდ მივიღე, რომელსაც დღეს ვაშუქებდი
ქართული ოცნება / Georgian Dream მხარდამჭერების დამშვიდებას როდიდან იწყებთ?
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia” – წერს დეა მამისეიშვილი სოციალურ ქსელში.


