Monday, June 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?“ – ირაკლი ზარქუა

June 9, 2025
„ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?“ – ირაკლი ზარქუა

„ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინათინ ბოკუჩავას მიერ დღეს დილით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„მგონია, რომ ეს გარკვეული მცდელობაა, ისევ რაღაც დაძაბულობა შემოიტანონ წინასაარჩევნოდ. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარავის ახსოვს, დანარჩენმა ლუზერებმა ითავეს ლიდერობა და ახლა ახალი თემა გამოაგორეს. ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე? – ახლა რა სიგიჟეა ეს. თუ რაიმე თემაა, აგერ არის პროკურატურა და საგამოძიებო ნაწილი. თავად მეუღლემ თქვას, რა და როგორ იყო. მისასალმებელია, რომ აღიარა და ბოდიში მოიხადა. ყველას ვურჩევდი, მათ შორის, ჩემზეც ათასი სიგიჟე გაავრცელეს, კარგი იქნება, ერთხელ დაფიქრდნენ თავიანთ ნათქვამზე, იქნებ ამით ვიღაცას გულს სტკენენ. ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, რას იტყვიან, რადგან ჩემთვის ყველანი არიან დაქირავებული გარკვეული ჯგუფების მიერ, რათა ქაოსი და არეულობა შემოიტანონ საზოგადოებაში, მაგრამ არიან მეგობრები, ახლობლები, ოჯახის წევრები, რომელთაც იქნებ გულს ტკენენ ამ დაუსაბუთებელი, უარგუმენტო ბრალდებებით. ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, მისასალმებელია, მისი მხრიდან სწორია და კარგი საქციელია. დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს. შეიძლება, შეცდომა რომ დაუშვა და კიდევ ერთხელ ვიღაცამ არ შეახსენოს, ადგა და თქვა ბოდიში, მაგრამ ახლა სპექტაკლი დადგეს, რომ მისმა მეუღლემ ეს „გააპრავოს“, – განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, ბოკუჩავას თქმით, მის ქმარს, კოტე იოსელიანს უტა ივანიშვილთან დაკავშირებული ვიდეოს ჩაწერამდე საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ, შემდეგ კი ის გაიტაცეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა, კოტე იოსელიანმა facebook-ზე გამოაქვეყნა 50-წამიანი ვიდეო, რომელშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

„ვიდეოს ვწერ ბოდიშის მოსახდელად, რამდენიმე წლის წინ უტა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო. მთელი ამ დროის განმავლობაში მუდმივად მხვდებოდა ფეისბუქპოსტები, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი. გულწრფელად უტას ბოდიშს ვუხდი ამის გამო, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია. ერთადერთი, რაც ვიცი, მას ყოველთვის კარგად ახასიათებენ, ნორმალური ადამიანია და მის ვაჟკაცობაზე საუბრობენ. ეს იყო ტყუილი, რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასდროს არის გვიანი. რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი. მართლა გულწრფელად ვნანობ და მინდა, კიდევ ერთხელ გულწრფელად ბოდიში მოვუხადო უტა ივანიშვილს“, – ამბობს იოსელიანი ვიდეოში.

ამასთან, იოსელიანმა 2018 წელს გააკეთა განცხადება, რომლითაც მიანიშნებდა უტა ივანიშვილსა და ერთ-ერთ ცნობილ საჯარო ფიგურას, პოლიტიკოსს შორის არსებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე. ამ განცხადებიდან მეორე დღესვე მან საჯარო ბოდიში მოიხადა. თავად განცხადებებში ის სხვების პირად ცხოვრებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ქალაქში მოსიარულე ჭორებს მიაწერდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • არსებული ინფორმაციით, ვაჟა სირაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა
  • „დარწმუნებული ვარ, რომ იტყუება”- ვისზე საუბრობს გია ვოლსკი?
  • “მეგობრები მირეკავენ და მაწყნარებენ”- რას ჰყვება ნინო სუხიშვილი Tbilisi Open Air-ის სცენაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge